გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

30-06-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.


სენაკის მუნიციპალიტეტში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, კედარის სახეობის 10 ერთეული და კრიპტომერიის სახეობის 7 ერთეული უკანონოდ მოჭრილი ხე ნახეს. ადგილზე აღებული კოორდინატები საკუთრების უფლების დადგენის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეგზავნა. მათი პასუხის თანახმად, 10 ერთეული კედარის სახეობის ხის ჭრის ქარსაფარი ზოლის ტერიტორია, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის სახეობის ხე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეოს კოლხეთი-ჩხოროწყუს სატყეო უბნის ტერიტორიაზეა მოჭრილი.


10 ერთეული კედარის უკანონო ჭრის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანმა 2180,10 ლარი შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის კატეგორიას განეკუთვნება. ხოლო, 7 ერთეული კრიპტომერიის ხის მოჭრისათვის, გარემოსათვის მიყენებული ზიანი 850 ლარით განისაზღვრა.


ვინაიდან, ფაქტი შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ამ და სხვა ტიპის გარემოსდაცვითი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, სამინისტროში მოქმედ ცხელ ხაზზე- 153, გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031