გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კახიშვილი: ისტორიული დღეა - ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის

24-06-2022

დღეს ისტორიული დღეა - ცალსახად დადასტურდა ევროკავშირის მზაობა ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


„მოსალოდნელი იყო, რომ ის ავანსი, რაც გაცემული იყო უკრაინისა და მოლდოვის მიმართ, ეს იყო დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ იმ უბედურებასთან, სადაც პირველ შემთხვევაში უკრაინაა ჩართული და მეორე მხრივ შესაძლებელია მოლდოვეთიც იყოს. მაკრონმა თავად განაცხადა, რომ ეს იყო ვალი იმის ნაცვლად, რომ ვერ მისცეს ნატოს წევრობა და ვალდებულები ვიყავით ეს ჟესტი გამოგვეცხადებინაო.


საქართველოსთან მიმართებაში ცოტა რთული სიტუაციაა. ჩვენ აქეთ რეგიონში ვართ და ჩვენს გარშემო არც რუმინეთი, პოლონეთი და არც ლიტვა და ლატვიაა. ჩვენს რეგიონში ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არსებობს. ფაქტია, რომ ჩვენ რომ ვყოფილიყავით იქ ტერიტორიულად, რა თქმა უნდა გაცილებით ადრე მივიღებდით ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.


ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როდესაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930