გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ოპონენტებზე: მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი

24-06-2022

საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენი კარი არასოდეს დაგვიხურავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებსა და ეროვნულ ინტერესებზე მუშაობა წარიმართოს ერთობლივად, ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ვითარებაში. 


„მინდა ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პირველი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი მათ შორის თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა, ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ჩვენი ევროპული მომავალი, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირში," - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930