გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისსა და ზუგდიდში რეგიონული კონფერენციები გამართა

26-06-2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისსა და ზუგდიდში, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კონფერენციები გამართა.

 

ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელები და შემადგენლობა წარადგინა.

 

გაკეთდა თემატური მოხსენებები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები მაია ბითაძე, ეკა სეფაშვილი, ნინი ვარდოსანიძე, თინათინ ნიბლოშვილი. იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის გარდა, რეგიონული კონფერენციები ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და კახეთში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031