გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
,,ყაზბეგის" დანიშნულებით მიმავალმა სატრანსპორტო საშუალების მფლობელებმა შესაძლებელია საზღვრის კვეთა განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტები - ,,წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის’’ გავლით

27-06-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით,  რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტები - ,,წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის’’ გავლით.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა (,,თერგი“ და ,,დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის  დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.

 

ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031