გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე ოპონენტებზე: უნდათ თვითონ მოიპოვონ პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე, რასაც ვერ დავუშვებთ

28-06-2022

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მითუმეტეს პარლამენტარს, რომ ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძის არჩევის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება.


ირაკლი კობახიძის შეფასებით, მოსამართლეთა არჩევის პროცესში ჩარევა არის უხეში დარღვევა და ოპოზიცია ამ ჩარევას მუდმივად ახორციელებს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლი კვლავ მოიპოვონ, რასაც „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს.


„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და არავის აქვს უფლება, მითუმეტეს პარლამენტარს, რომ ჩაერიოს მის გადაწყვეტილებაში. აქაც კონსტიტუციური წესრიგია, რომელიც გეუბნება, რომ არის ხელისუფლების დანაწილება, მათ შორის ხელისუფლების დანაწილება იმასაც მოიცავს, რომ უხეშად არ უნდა ჩაერიო და ესეც უხეში ჩარევაა. ისინი [ოპოზიცია] ამ ჩარევას მუდმივად ახორციელებს, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივა და ჩვენ ამას არ შევაფასებთ.


ერთადერთი, რაც დგას სასამართლოზე შეტევის და თავდასხმის უკან, არის პოლიტიკური ინტერესი. მათ უნდათ, რომ რაღაცნაირად გაჭედონ სასამართლოს ფუნქციონირება და თვითონ მოიპოვონ პოლიტიკური კონტროლი სასამართლოზე, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გვახსოვს სააკაშვილის და ადეიშვილის სასამართლო როგორ მუშაობდა და ამას ბუნებრივია, მინიმალური დოზითაც ვერ გავიმეორებთ. არსებული მოსამართლეების ძალიან დიდი ნაწილი მაშინაც მუშაობდა, მაგრამ სისტემა იმართებოდა სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ. პოლიტიკური ნება შეცვლილია თავიდან ბოლომდე. ამიტომ იყო, რომ 2012 წლამდე გვქონდა მილიონი „ქეისი“, რაც ადასტურებდა, რომ იქ ხდებოდა უბედურება, დღეს ერთი „ქეისი“ ვერ მოაქვთ, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სასამართლოშია პრობლემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უმრავლესობის ლიდერის თქმით, ევროკომისიის მიერ გაკეთდა შემოთავაზება რეფორმასთან დაკავშირებით და ხელისუფლება იმსჯელებს სამუშაო ჯგუფში თითოეულ პუნქტზე და წლის ბოლომდე მათ კანონპროექტი შემუშავებული და მიღებული ექნებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930