გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძემ წყნეთი-ბეთანიის ახლადგახნილი გზა დაათვალიერა

1-07-2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთი-ბეთანიის ახლადგახსნილი გზა ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად გზის დაზიანების ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთი-ბეთანიის ახლადგახსნილი გზა ინფრასტრუქტურის მინისტრთან, მაია ცქიტიშვილთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად გზის დაზიანების ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია. 


„ჩვენ გვახსოვს, მაშინ, როდესაც სტიქია დაატყდა დედაქალაქს თავს,  მთელი მთა იყო ჩამოსული, რომელმაც მთლიანად გზაც ჩაიტანა. შეუძლებელი იყო აქ მოძრაობა. დღეს უკვე გაიხსნა ეს გზა. ადამიანებს უკვე შეუძლიათ აქ გადაადგილება.  მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. თქვენ ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. აქ დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომლის მეშვეობითაც გზა საფრთხის შემთხვევაში ჩაიკეტება. შესაბამისად, ადამიანებს აქ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა. 


მერიის პრესსაამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები: 


• ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს; 


• დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელ-გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება. 


• სპეციალისტებმა გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება. 
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება  29 მილიონ ლარს სცდება. 


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031