28-06-2022
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობამ, 2020 წლის 25 მაისს, მიიღო 4 ტექნიკური რეგლამენტი: ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ, საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ. რეგლამენტებით განსაზღვრულია მგვ სქემაში ჩართული ყველა მხარის უფლება-მოვალეობები.
კანონის თანახმად, 2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამის მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს, დარეგისტრირდნენ მგვ რეესტრში და გახდნენ მგვ ორგანიზაციის წევრები, ხოლო მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორებმა, 2022 წლის 1 ივლისიდან ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტორიზაცია გაცემულია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ შემდეგ ორგანიზაციებზე:
შესაბამისობის კოლექტიური სქემა: ნარჩენი ზეთები, ნარჩენი საბურავები, ნარჩენი აკუმულატორები.
შესაბამისობის კოლექტიური სქემა: ნარჩენი ზეთები, ნარჩენი საბურავები, ნარჩენი აკუმულატორები.
შესაბამისობის კოლექტიური სქემა: ნარჩენი ზეთები, ნარჩენი საბურავები, ნარჩენი ბატარეები და აკუმულატორები, ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები.
16-11-2024
16-11-2024