გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივნისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის კულტურის სახლში დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

29-06-2022

ააიპ ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, რაჭველებისთვის განსაკუთრებულად პატივსაცემი და საყვარელი დიდი ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „გაფრთხილებდი!"  გაიმართა. 


აღნიშნულ ღონისძიებას, მაყურებელთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პოეტის შემოქმედება  ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან იღებს სათავეს.  მურმან ლებანიძის ლექსებიდან ყოველთვის იგრძნობა სიკეთე, თავის კუთხის სიყვარული, ურთიერთგაგების, ალერსის, გულისხმიერების  და პატრიოტიზმის ღრმა მოთხოვნილება. 


მურმან ლებანიძემ შეძლო ახლებურად აეჟღერებინა ქართული სიტყვა და შეეგრძნო თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30