2-07-2018
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში არ უნდა ტარდებოდეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიაროს.
„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. მოსაზრება ჩემი გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას.
ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ჩაიაროს ნორმალურ ვითარებაში.
ზოგ სკოლაში კონდენციონერებია დამონტაჟებული, ზოგ სკოლაში შერეული სისტემა, ე.წ. მობილური კონდენციონერები და ვენტილატორები“-აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
18-12-2024