გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ მას ათამაშებს ევროპაც, ღია კარის მუდმივი შეთავაზებით და ათამაშებს რუსეთიც, ოკუპირებული ტერიტორიებით და იარაღის ჟღარუნით

1-07-2022

საქართველო, ამ დიდ გლობალურ ველსა და გაცხელებულ გლობალურ პოლიტიკურ ასპარეზზე მოწყვლადია - დიდი ქვეყნები თავისი რესურსით არიან ჩართულები, მაგრამ საქართველოს, მით უმეტეს, მაკრონიც ახსენებს, რომ გეოგრაფია გვაქვს გამორჩეული და რეგიონული პრობლემები და აქცენტები აქ უფრო სხვაა, ანუ, რისკებიც უფრო გამორჩეულია, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


„მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ მას ათამაშებს ევროპაც, ღია კარის მუდმივი შეთავაზებით და ათამაშებს რუსეთიც, ოკუპირებული ტერიტორიებით და იარაღის ჟღარუნით. მაგალითად, როდესაც მაკრონი ამბობს, რომ ჩვენ უკრაინელი ხალხის წინაშე გვაქვს ვალი და გულისხმობს ომს, ეს ვალი საქართველოს უკვე დიდი ხანია გადახდილი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს უსამართლო დამოკიდებულებაა, “, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930