1-07-2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მწვანე სამოქმედო პროგრამის (Green Action Task Force)ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას, მიმდინარე წელს, საქართველო მასპინძლობდა.
მინისტრის მოადგილემქვეყნისთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა და ყურადღება გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
ნინო თანდილაშვილმა აღნიშნანარჩენების მართვისსტრატეგიის, კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნებში ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რაც, გარემოს ხარისხის გაუმჯობესებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდის და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას შექმნის.
შეხვედრასგერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი, პროგრამის თანათავმჯდომარე იურგენ კეინჰორსტიდა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024