2-07-2018
სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის გამომძიებლებმა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის ძმისშვილის ნარეკ სარქისიანის სახლში ჩხრეკა განახორციელეს და აღმოაჩინეს და კონფისკაცია გაუკეთეს ბანკში 6,8 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადეპოზიტო ხელშეკრულებებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება, 2016 წლის მეორე ნახევარში გაფორმდა ყოფილი პრეზიდენტის ძმასთან ლევონ სარქისიანთან, რომელიც მაშინ სპეციალური დანიშნულების ელჩად იყო დანიშნული.
ამასთან, კომპანიამ JL Pro Project Company ქვეყნის ბიუჯეტში 1,6 მილიონი აშშ დოლარი დააბრუნა. მაისში და ივნისის შუა რიცხვებში კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013-2017 წლებში კომპანია მრავალფუნქციურ შენობას აგებდა. სწორედ ამ დროისათვის ბიუჯეტში გადასახადების თანხა - 7 ათასი აშშ დოლარი შევიდა, ხოლო მთლიანი ღირებულება 306 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. კომპანია აგრეთვე მალავდა 300 ათასი აშშ დოლარის მოცულობის გადასახადებს, რაც, გათვლების თანახმად, 2016 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში დაიწერა.