გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მეზღვაურთა სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს მათი შრომის უფლებებს

2-07-2022

ბათუმში მეზღვაურის დღე საზეიმოდ აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.



„ჩვენ, როგორც საზღვაო ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ვალდებულებები გვეკისრება, ხელი შევუწყოთ მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას და ამ თვალსაზრისით, შევამსუბუქოთ ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის გავლენა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში. ქართველი მეზღვაურები საკუთარი პროფესიონალიზმით, უდრეკი ხასიათით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებით", - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მეზღვაურთა პრობლემებს, წუხილს და ნებისმიერ დროს მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრული და მაღალ პროფესიონალური დახმარება გაუწიოს მათ.


თამარ იოსელიანის განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო სივრცეში საგრძნობლად გაზრდილია ქართველ მეზღვაურების მიმართ ნდობა და შესაბამისად მათზე მოთხოვნაც, რაც აისახება კიდეც დასაქმების მაჩვენებლებში.


„სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერთ მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს კანადასთან და კატართან, რაც სახელმწიფოთა რიცხვს, რომელიც თქვენს სამუშაო დიპლომებს აღიარებს, გაზრდის 64-მდე. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ რეფორმებს საზღვაო დარგში - უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენი სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს თქვენი შრომის უფლებებს", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930