გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ეს აქცია არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე

3-07-2022

,,ეს აქცია არის პირდაპირი ძალადობა ქვეყნის კონსტიტუციაზე, ეს არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე დღეს დაგეგმილ აქციას.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, აქციის ორგანიზატორებს სურთ, თავს მოახვიონ გაუგებარი წარმომავლობის და საზოგადოებაში ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ხალხისგან დაკომპლექტებული რაღაც „ტექნიკური მთავრობა.“

 

 ,,არავინ შეიყვანოს შეცდომაში დღევანდელი აქციის ლამაზად შეფუთულმა ლოზუნგებმა „არაძალადობრივი,“ „შინ ევროპისკენ“ „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ და ა.შ. სინამდვილეში ყველაფერი სწორედ პირიქით არის. ეს აქცია არის პირდაპირი ძალადობა ქვეყნის კონსტიტუციაზე, ეს არის უმცირესობის პირდაპირი ძალადობა საზოგადოების უმრავლესობაზე და მის არჩევანზე, როდესაც უნდათ, არჩევნების გვერდის ავლით, ძალადობით მათ თავს მოახვიონ გაუგებარი წარმომავლობის და საზოგადოებაში ნულოვანი ავტორიტეტის მქონე ხალხისგან დაკომპლექტებული რაღაც „ტექნიკური მთავრობა.“ და რა თქმა უნდა, აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალებს არაფერი აქვთ საერთო პრო-ევროპულობასთან, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს და გვახსოვს კიდეც.

 

გარწმუნებთ, ეს აქცია მყისიერად გადაიზრდება ძალადობრივში, ისე როგორც 2019 წლის 20 ივნისს, როგორც კი ორგანიზატორები ჩათვლიან რომ ამის დრო მოვიდა. ჩვენმა ისტორიამ მგონი რაღაც უნდა გვასწავლოს! ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობა, ჯერჯერობით ქართული მოთმინებით უყურებს ამ ევროპული დროშებით შეფუთულ ბაკქანალიას. თუმცა, ისიც ჩანს რომ მოთმინების ეს ფიალა ნელნელა ივსება”- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930