გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა

4-07-2022

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ ტბაზე სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20,000 ლარი შეადგინა.


„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, წარმატებით დავასრულეთ სასტუმროს რეაბილიტაცია. ამჟამად სასტუმრო სტუდიოს ტიპის ოთახებით დაკომპლექტებულ 4 კოტეჯს და აუზს აერთიანებს. სამომავლოდ, გვსურს მეტად გავაფართოვოთ ბიზნესი და ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც დამსვენებლები შეძლებენ დროის მშვიდად და კომფორტულად გატარებას“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ზურაბ სიმონიშვილი.


„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ბორჯომში არსებული სასტუმროს სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031