გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის სახელოვნებო სკოლაში შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

5-07-2022

კასპის სახელოვნებო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

 

კონცერტში ინდივიდუალური შემსრულებლების გარდა მონაწილეობდა სკოლის მომღერალთა გუნდი გიორგი ხასიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მიმდინარე წელს თურქეთსა და ისრაელში ონლაინ ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულია.

სახელოვნებო სკოლის ფოიეში პარალელურად ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრებიც გამოიფინა.

 

კასპის სახელოვნებო სკოლა 60 წელია არსებობს, რომელმაც თაობები აღზარდა და მათგან ზოგი დღეს აქ უკვე პედაგოგის რანგშია.

 

სკოლამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „სამუსიკო სკოლებში ინვენტარის განახლება“ გაიმარჯვა, მოიპოვა 60 000 ლარი და 2 როიალი და 10 ფორტეპიანო შეიძინა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს და აღნიშნა, რომ გასულ წელს 551 000 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს და დღეს სკოლა თანამედროვე ყველა პირობას აკმაყოფილებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031