გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს ამოძრავებს ინტერესი - საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამაში ხედავენ შანსს - არიონ სიტუაცია

6-07-2022

სამწუხაროდ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ ენჯეოებს ამოძრავებს რადიკალურად განსხვავებული ინტერესი - საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს იმისა, რომ არიონ სიტუაცია. განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს ყველაფერი უკავშირდება ომის თემას, რომელიც საბედისწერო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მისი თქმით, ხელისუფლებას, როგორც კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ინტერესი, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

„გარდა იმისა, რომ არსებობს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ გვაქვს სუბიექტური ინტერესი როგორც ხელისუფლებას, კანდიდატის თემაზე პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალას, რომ ქვეყანამ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკურ ძალებს, საუბარია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილზე და მათთან დაკავშირებულ ენჯეოებზე, ამოძრავებს რადიკალურად განსხვავებული ინტერესი - საქართველომ დეკემბერშიც არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაში ხედავენ ერთადერთ შანსს იმისა, რომ რაღაცნაირად არიონ სიტუაცია, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ეს ყველაფერი უკავშირდება სამწუხაროდ ომის თემას, ეს ომი იქნება საბედისწერო ჩვენი ქვეყნისთვის, ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვერც არეულობას და ვერც ომს. აქედან გამომდინარე, ობიექტურად ალტერნატივა არ აქვს იმ გეგმას, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ამის მიუხედავად, ისინი ცდილობენ დარჩნენ იმ რადიკალურ დღის წესრიგში, რომელშიც იყვნენ დღემდე, თუმცა, ამის დიდი რესურსიც არ აქვთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930