გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ეს ადამიანები, თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ კაცში; მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, ამასაც აბრალებენ ივანიშვილს, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც

6-07-2022

,,ვიღაცებისთვის, პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობა, როგორც ასეთი, არის პრობლემა. ანუ, ისინი ამას განიხილავენ პრობლემად და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ხედავენ ამ კაცში,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის რაღაც სინდრომი, რომ ეს ადამიანები, 2012 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანაშვილში ხედავენ ყველაფრის სათავეს. ის რომ ქვეყანაში მშვიდობაა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს.

 

,,ეს რაღაცა სინდრომია. ანუ, ეს ადამიანები თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ, 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ კაცში. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, როგორც ჩანს, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის რაღაცა მათი ქვეცნობიერი, თუ რაღაცა ცნობიერი პრობლემა, სინდრომი. ეს არის, მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათთვის მისი არსებობა არის, როგორც ასეთი, პრობლემა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930