გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ეს კომისია სერიოზულად არ მუშაობს

2-07-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კომისიის მთავარი მიზანი ხორავას საქმის გარემოებების გამოძიება უნდა იყოს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება.


„როცა ამას ვამბობ, მე ვეყრდნობი იმას, რომ ჯერ ჩვენ არ ვართ არაფრისთვის მზად. ეს კომისია არ მუშაობს სერიოზულად. ის, რომ დღეს ჩვენ ამდენ დროს ვხარჯავთ ნახევრად იურიდიულ, ნახევრად პოლიტიკურ დებატებში, იმ დროს როცა მთავარი მოწმეები არ არიან დაკითხული.


რამდენიმე დღეა მე სულ ამას ვკითხულობ, როდის იქნებიან არასრულწლოვნები დაკითხული იმ ფსიქოლოგთან რომელთანაც შევთანხმდით. ეს არის მთავარი, რისთვისაც ეს კომისია შეიქმნა, ჩვენი საქმე. თუ გვინდა, რომ საქმე წარმოჩინდეს ჩვენი სერიოზული ნამუშევარი. კომისია შეიქმნა იმიტომ, რომ გამოიძიოს და არა იმისთვის რომ გაანალიზოს არსებული მასალები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი არის ჩვენი გამოძიება“-აღნიშნა ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს რეკომენდაციები თქვენმა ჯგუფმა დაწერა და ეს არ არის კომისიის მსჯელობის შედეგი.

,,ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, არც ერთი ამ შვიდი სხდომიდან არ ყოფილა ჩვენი ანალიზისთვის დათმობილი სხდომა, სადაც ერთად ვიმსჯელებდით ამ მასალებზე. თქვენ რეკომენდაციები დაწერეთ თვითონ, ამ ჯგუფმა და აქ არის უკვე პოლიტიკური ნაწილები, რომელშიც მე არ ვერევი. მაგრამ, ეს არ არის თუნდაც კომისიის მსჯელობის შედეგი. ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ“ - მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.


ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა რომ მათი, როგორც კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილი ჯგუფის პასუხისმგებლობაა, კომისიის სხვა წევრებთან ერთობლივი მუშაობით და შეთანხმებით იყოს გადაწყვეტილებები მიღებილი და არა მხოლოდ ერთი მხარის მიერ.


,,დავკითხოთ ის აუცილებელი მოწმეები, შემდეგ შევიკრიბოთ და გავაანალიზოთ. რაც იქნება საჭირო ის რეკომენდაციები მივიღოთ. ასევე დავამატებ, იმისთვის რომ ამ კომისიის მიმართ არსებობდეს ის აუცილებელი ნდობა, რომელიც გვჭირდება - ეს უნდა იყოს მიღებული კონსესუსით. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა, რომ მივაღწიოთ ამას. ამ საქმემ რომ მართლა მიაღწიოს თავის მიზანს, რაც არის სიმართლის დადგენა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031