8-07-2022
„კარგია, რომ მათ რეალურად წარმოაჩინეს საკუთარი თავი. მათ ჩათვალეს, რომ ამ ფონზე შეეძლოთ ხელისუფლების გადატრიალება და ამიტომ გაშიშვლდნენ, თუმცა არასწორი გათვლა იყო და ახლა დარჩნენ გაუგებარ მდგომარეობაში, როცა არც ენჯეო არიან, არც პარტია ქვიათ ჯერ და არიან შუალედურ მდგომარეობაში. ერთადერთი შანსი მათთვის არის პარტიად გადაკეთება, უფრო უკეთესიც იქნება თუ ისინი შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, როგორც პარტია. საბოლოო ჯამში ამით მოხდება მათი ლეგიტიმაცის გაზომვა და ყველა ნახავს, რომ 1%-საც ვერ აიღებს ეს სამი ყველაზე მდიდარი ენჯეო ერთად.
შანსი რომ შეინარჩუნონ ფორმალური სახე, თორემ არჩევნებში რომ არანაირი შანსი აქვთ ეს რა თქმა უნდა ცალსახაა, 1%-საც ვერ აიღებს ეს სამი ყველაზე მდიდარი ენჯეო ერთად“- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დიდი გადაცემა“ არასამთავრობო სექტორზე საუბრისას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ბოლო ადგილზე გავიდა არასამთავრობო სექტორი. რაც ბუნებრივია საერთო განწყობაზე მოქმედებს, რომ საზოგადოებაში აქვთ ნულოვანი ნდობა, რადგან მათი გზავნილები, თან შეგნებულად, მთლიანად არის აცდენილი საზოგადოების განწყობებს. სახელმწიფოს და ეკლესიას უპირისპირდებიან ძალიან ხშირად პირდაპირი ფორმით, რაც საზოგადოებას ბუნებრვია აღიზიანებს.
"დღეს ენჯეოები რეალურად პოლიტიკურად გაშიშვლდნენ, რა თქმა უნდა საზოგადოებამ ისედაც იცოდა, რომ მათ ჰქონდათ პოლიტიკური კავშირები „ნაცმოძრაობასთან“, თუმცა დღეს ეს საჯაროდ გამოფინეს საკუთარი ნებით. რატომ გააკეთეს ეს არ ვიცი იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში შეცდომაა მათთვის, მაგრამ კარგია საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ როდესაც რაღაცას თავისი სახელი ერქმევა ეს ბუნებრივია უკეთესია. თუ ეს ორგანიზაციები, საუბარია რამდენიმე ყველაზე მდიდარ ენჯეოზე, თორემ არასამთავრობო სექტორი არის არა რამდნეიმე მდიდარი ენჯეო, არამედ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ექსპერტული ცოდნა სხვადასხვა სფეროში. გერმანიაში ვინ გამოდიოდა ექსპერტად? მაგალითად, იურისტი ხომ? ან უნდა ყოფილიყო პროფესორი, დოქტორი, მინინმუმ 10 წლიანი გამოცდილებით აკადემიურ სფეროში ან 30 წლიანი გამოცდილებით ადვოკატი, პროკურორი სხვა ტელევიზიაში ვერ გამოჩნდება ასეთი სტანდარტია. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოქმედებს. ჩვენთან, ახალგაზრდა ენჯეოს ლიდერი გამოდის და აბსოლუტურად ყველაფერზე აკეთებს კომენტარს ისე, რომ არც სადოქტორო დაუცავს, არც სადმე უმუშავია, არც რამე უსწავლია, არც რამე გაუკეთებია, არც უნარ-ჩვევების გამოცდა ჩაუბარებია, არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არის მდიდარი ენჯეოს ერთი-ერთი წარმომადგენელი ლიდერი და შესაბამისად შეუძლია ნებისმიერი კომენტარის გაკეთება „ნაცმოძრაობის“ მიერ მართულ ტელევიზიებში. არანაირი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი არ არის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024