9-07-2022
ეჭვის დონეზეც ვერ გვიმტკიცებენ და ვერ გვეუბნებიან რაში შეიძლება მდგომარეობდეს ტოტალური კონტროლი. ეს არის ფსიქიატრიის ამბავი, რაღაც სინდრომი, 2012 წელს თვითონ დაიშოკნენ, ისე დაამარცხა არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს კადრულობდა, მაგრამ მაინც არჩევნებით დაამარცხა, შოკიდან ვერ გამოვიდნენ, იმის მერე 8 არჩევნები წააგეს და ყველაფერს ამ კაცს აბრალებენ, რაც კი ხდება ამ ქვეყანაში. რაც კი კარგი ხდება ამ ქვეყანაში, ის რომ დღეს ომი არ გვაქვს, არეულობა არ გვაქვს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ეს არის მათი სინდრომი, საიდანაც ვერ გამოდიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას განაცხადა.
ეჭვის დონეზეც ვერ გვიმტკიცებენ და ვერ გვეუბნებიან რაში შეიძლება მდგომარეობდეს ტოტალური კონტროლი. ეს არის ფსიქიატრიის ამბავი, რაღაც სინდრომი, 2012 წელს თვითონ დაიშოკნენ, ისე დაამარცხა არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს კადრულობდა, მაგრამ მაინც არჩევნებით დაამარცხა, შოკიდან ვერ გამოვიდნენ, იმის მერე 8 არჩევნები წააგეს და ყველაფერს ამ კაცს აბრალებენ, რაც კი ხდება ამ ქვეყანაში. რაც კი კარგი ხდება ამ ქვეყანაში, ის რომ დღეს ომი არ გვაქვს, არეულობა არ გვაქვს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ეს არის მათი სინდრომი, საიდანაც ვერ გამოდიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის უკვე პრობლემა, ამას ობიექტური საფუძველი აქვს, ის იყო ჯერ ავტორი გარდატეხის, დაამარცხა „ნაცმოძრაობა“ შეცვალა რეჟიმი, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დატოვა თამაშის წესები და მისი ფაქტორი ამ ყველაფერს დღემდე ამაგრებს. მათ სწორედ ეს ფაქტორი არ მოსწონთ. დღეს ხედავენ რომ არის კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა, რომელსაც ვერ ერევიან და ეს არის ამ კაცის დატოვებული სისტემა.
კობახიძემ ისაუბრა დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებაზე და აღნიშნა, რომ შეიძლება თვითონ ოპოზიციამ თქვას, რომ არ გვინდა ასეთი კანონის მიღება, რადგან მთავარია ობიექტური მოცემულობა და არა კანონი.
„მე არ ვუძღვები ამ პროცესს, იურიდიული კომიტეტი გაუძღვება, ამიტომ სამუშაო გეგმას ისინი შეადგენენ, მე როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი, გეტყვით: შეგვიძლია ავიღოთ უკრაინული კანონი, რომლის შემუშავებაში უცხოელები იყვნენ ჩართული, გადმოვთარგმნოთ ქართულად და შევხედოთ, რამდენად არის კანონი ხარისხიანი და დავადაროთ ქართულ რეალობას, მერე გავყვეთ მსჯელობას. შეიძლება თვითონ ოპოზიციამ თქვას, არ გვინდა ასეთი კანონის მიღებაო იმიტომ, რომ კანონი ხომ არ არის მთავარი, მთავარი არის ობიექტური მოცემულობა. ობიექტური მოცემულობაა, რომ ოლიგარქი არის გარკვეული დეფინიცია - მდიდარი კაცი, უკრაინაში დაახლოებით 80 მილიონ დოლარზე მეტი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც აქვს გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და დამატებით წერია, რომ დომინანტური მდგომარეობა ბაზრის გარკვეულ სფეროზე და ა.შ. ძირითადად მაინც სამი კრიტერიუმია, ეს არის დიდი ფული და გავლენა პოლიტიკაზე და მედიაზე.ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში თანხას რაც შეეხება, თუმცა, ამ თანხაზეც საუბრობდნენ, მათ შორის ადვოკატმაც ისაუბრა, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება არსებულ მოცემულობაში, როდესაც თანხების გადმორიცხვის საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ ეს გვერდზე გადავდოთ. რაც შეეხება პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენას, მედიასთან საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს, პოლიტიკაზე არავითარი ფაქტი არ არსებობს, ვერც ერთ ფაქტზე ვერ გვესაუბრებიან ვერც დახურულ შეხვედრებზე. მაგალითი ხომ უნდა დაგისახელოს, რომ დავუშვათ თვეში ერთხელ იღებს ტელეფონს და რეკავს რაღაც მნიშვნელოვან თემაზე, მაშინ უნდა აღიარონ რომ ბიძინა ივანიშვილი არის ზებუნებრივი ძალის მატარებელი, აბსოლუტური გენიოსი“. „პოლიტიკური პროცესი იცით როგორია, პოლიტიკა კი არა, ბანკის მართვაში რომ ხარ ჩართული ან პატარა კომპანიის, იქ ყოველ დღე სამსახურში თუ არ მიდიხარ, ვერ მართავ, ვერ აკონტროლებ და აქ საუბარია 4 მილიონიან ქვეყანაზე, სახელმწიფოს ტოტალურ კონტროლზე, მართვაზე, ამაზე საუბრობენ. ფსიქიატრიის სფეროდან არის ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, თვეში ერთხელ რეკავს ადამიანი და ეს არის სახელმწიფოს ტოტალური კონტროლი. ამ დონეზე მიდის ეს აბსურდი, რომ არათუ ფაქტს ვერ გეუბნებიან, წარმოდგენის დონეზეც ვერ გეუბნებიან რა ეჭვი აქვთ. ამ დროს ჩვენ ვიცით რომ არიან კონკრეტული ოლიგარქები. კეზერაშვილი, რომელსაც უმტკიცდება ყველაფერი - თანხაც, მედიაც და პოლიტიკაზე პირდაპირ აღიარებენ მისი თანაგუნდელები რომ პოლიტიკაში ჩართულია. არაერთი განცხადება არსებობს ამასთან დაკავშირებით, სააკაშვილთან დაკავშირებითაც, ხაზარაძე, ჯაფარიძე არის აშკარა ოლიგარქი. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სააკაშვილს ციხეში თუ არ ვცდები, 200 თუ 300 პარტიული ვიზიტი ჰქონდა. წარმოიდგინეთ, ის ხომ მართავს ოპოზიციაში ვითარებას და ის ვერ ახერხებს ამ ვითარების მართვას ისე რომ ყოველ დღე, ერთი პოლიტიკოსი მაინც არ მიიყვანოს თავის ოფისში, რომელიც აქვს ციხეში. ანუ, შეუძლებელია ასეთი რაღაც, რომ შენ მართო სამსახურში თუ არ დადიხარ, ან შენთან თუ არ მიგყავს ოფისში ადამიანები შეუძლებელია ეს. ეჭვის დონეზეც ვერ გვიმტკიცებენ და ვერ გვეუბნებიან რაში შეიძლება მდგომარეობდეს ეს ტოტალური კონტროლი.
ეს არის ფსიქიატრიის ამბავი, რაღაც სინდრომი, 2012 წელს თვითონ დაიშოკნენ ისე დაამარცხა არჩევნებით ამ ადამიანმა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველაფერს კადრულობდა, მაგრამ მაინც არჩევნებით დაამარცხა, შოკიდან ვერ გამოვიდნენ, იმის მერე რვა არჩევნები წააგეს და ყველაფერს ამ კაცს აბრალებენ რაც კი ხდება ამ ქვეყანაში. რაც კი კარგი ხდება ამ ქვეყანაში ის რომ დღეს ომი არა გვაქვს, არეულობა არა გვაქვს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის ბრალი, ეს არის რაღაცა მათი სინდრომი საიდანაც ვერ გამოდიან.
საინტერესო რაღაც თქვა გალერმა, ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, ჩვენ ხომ გვიკრძალავენ გაკრიტიკებას, მაგრამ კიდევ ერთხელ მომიწევს გაკრიტიკება. ის რომ პატრიოტი იყოსო ქვეყნიდან წავიდოდაო, არ თავსდება არანაირ ლოგიკასთან, პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და ამ უსამშობლო ხალხს უნდა დაუტოვოს ეს ქვეყანა. პატრიოტი თუ ხარ ქვეყანა უნდა დატოვო, ანუ უნდა ჩაჭრა შენი ნოსტალგიაც, ისიც, ისიც და უნდა გახვიდე ქვეყნიდან, თუ პატრიოტი ხარ. ისინი ბიძინა ივანიშვილის არსებობაში უკვე ხედავენ პრობლემას, ეს არის საოცარი ფაქტორი. ანუ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის უკვე პრობლემა, მაგრამ ამას მართლა ობიექტური საფუძველი აქვს, იმიტომ რომ ის კაცი იყო ჯერ ავტორი ამ გარდატეხის, მან დაამარცხა „ნაცმოძრაობა“ შეცვალა რეჟიმი, გაამყარა დემოკრატიული სისტემა, დატოვა თამაშის წესები და მისი ფაქტორი ამ ყველაფერს დღემდე ამაგრებს და მათ სწორედ ეს ფაქტორი არ მოსწონთ. დღეს ხედავენ რომ არის კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა, რომელსაც ვერ ერევიან და ეს არის ამ კაცის დატოვებული სისტემა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024