9-07-2022
,,სააკაშვილის ღალატის პარტიასთან დაკავშირებულ აქტორებს საერთო მახასიათებელი აქვთ - სხვას აბრალებენ იმას, რაშიც თავად არიან გარეულნი,” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე კონგრესმენი ვიქტორია სპარის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც კონგრესმენი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვს.
როგორც აბაშიძე წერს, სპარცი აღნიშნავს, რომ კონგრესს ერმაკის შესახებ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ სჭირდება, რათა დაადასტუროს ან უარყოს გაჟღერებული სერიოზული ბრალდებები.
,,სააკაშვილის ღალატის პარტიასთან დაკავშირებულ აქტორებს საერთო მახასიათებელი აქვთ - სხვას აბრალებენ იმას, რაშიც თავად არიან გარეულნი. საქართველოს მისამართით უნამუსო ბრალდებების კორიანტელის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ ზელენსკის ჩინოსანთა კავშირები რუსეთთან.
კოლექტიურ ერმაკებს, არახამიებს, პოდოლიაკებსა და არესტოვიჩებს ნათელი მომავალი რომ არ აქვთ, იგრძნობა როგორც უკრაინული ასევე დასავლური მედიიდან. კონგრესის წევრმა ვიქტორია სპარცმა პრეზიდენტ ბაიდენს წერილი გაუგზავნა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან დაკავშირებული ზედამხედველობის პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება მოითხოვა.
სპარცის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ერმაკის მისამართით, უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე და რუსეთთან მის სავარაუდო ურთიერთობაზე არაერთი სერიოზული ბრალდებაა გაჟღერებული. სპარცი აღნიშნავს, რომ კონგრესს ერმაკის შესახებ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ სჭირდება, რათა დაადასტუროს ან უარყოს გაჟღერებული სერიოზული ბრალდებები” - წერს აბაშიძე.
16-11-2024
16-11-2024