გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში „მინდვრის დღე 2022“ გაიმართა

9-07-2022

ფერმერებისა და დარგის სპეციალისტებისთვის, ხორბლის,ტრიტიკალეს, ქერის და ჭვავის ახალი და პერსპექტიული ჯიშების გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დედოფლისწყაროს, თელავის და ახმეტის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღე 2022“ გაიმართა.


ფერმერები, თავთავიანი კულტურების ტრადიციულ ჯიშებთან ერთად, ახალ ჰიბრიდებს გაეცნენ, რომელსაც სამეცნიერო-კვლევითიცენტრის მარცვლეული კულტურების კვლევის სამსახური ცდის.


„მინდვრის დღე 2022-ს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები და ფერმერები დაესწრნენ.


„ქართული მარცვლეულის ჯიშური მრავალფეროვნების გაზრდა მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის, ამასთან,  ხალხური ჯიშების აღდგენა და გავრცელება პასუხობს კლიმატის ცვლილებების გამოწვევებს. ახალი სამრეწველო ჯიშების რეგისტრაცია და მათი გასავრცელებლად დაშვებაფერმერებისთვის იაფიან და ხარისხიან სათესლე მასალაზე ხელმისაწვდომობის კარგი საშუალებაა“, -აღნიშნა იური ნოზაძემ.


ხორბლისა და სიმინდის გამოცდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული ფორმებიდან, სპეციალისტებისამეურნეო ნიშან-თვისებების, სტაბილურობის, მოსავლიანობის და დაავადებების მიმართ გამძლეობის მიხედვით გამოარჩევენ ახალ ფორმებს, რომლის გამოცდა სხავადასხვა რეგიონში, განსხვავებული კლიმატურ პირობებსა და ზონებში ხორციელდება. შემდგომ ეტაპზე, კონკრეტული რეგიონისთვის საუკეთესო ფორმა შეირჩევა და რეგისტრირდება. შერჩეული ფორმა გადის ჯიშთა გამოცდას და ფერმერულ მეურნეობებში ვრცელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930