9-07-2022
კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა, სასწრაფო წესით, გადაამოწმოს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საეჭვო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა წერს, ჯერ სად არიან, მთავარია პანდორას ყუთი გაიხსნა, წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება.
"კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა, სასწრაფო წესით, გადაამოწმოს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის საეჭვო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან. ამ მოთხოვნას ვიქტორია სპარცი რამდენიმე ქვეყნის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებს. ეს ის ერმაკია, რომელთანაც ვახტანგ სანაიამ სამარცხვინო ინტერვიუ ჩაწერა და საქართველო რუსეთთან საეჭვო კავშირებში დაადანაშაულა. ასეა, თვითონ რუსების აგენტები და რუსეთისგან დაფინანსებული ადამიანები აქეთ უყენებენ ჩვენს ქვეყანას აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ ნათქვამია, სამართალმა პური ჭამაო. ჯერ სად არიან, მთავარია პანდორას ყუთი გაიხსნა, წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება" - წერს ფოჩხუა Facebook -ზე.
16-11-2024
16-11-2024