გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავში დღეს „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცის ქვემო ქართლის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

9-07-2022

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონული კონფერენცია დღეს რუსთავში გაიმართა.



ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარუდგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები.


კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გამგეობის წევრები - რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნინო ვარდოსანიძე, ბაია კვიციანი, ნაირა მარშანია, ირმა ზავრადაშვილი, ნინო იობაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031