გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
8 მილიონამდე ლარი დანამატებზე- აუდიტის სამსახური გიორგი მღებრიშვილის ხარჯებით დაინტერესდა

5-01-2018

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მხოლოდ ერთ წელიწადში დანამატის სახით  თანამშრომლებზე 8 მილიონამდე ლარი გასცა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაშია საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ დანამტის მიმღები პირებიდან მინისტრმა მღებრიშვილმა 70 თანამშრომელი გამოარჩია, რომლებსაც ყოველთვიურად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხელფასზე მეტ დანამტს აძლევდა.

ჯამში ამ 70 თანამშრომლის ფინანსური წახალისება სახელმწიფო ბიუჯეტს ორ-ნახევარი მილიონი დაუჯდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ცალკე თავი ეთმობა ბინის ქირისთვის გამოყოფილ თანხას. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინის დასაქირავებლად, მინისტრის ბრძანებით, ერთ წელიწადში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ზოგიერთი თანამშრომლის ბინის ქირა კი ბიუჯეტს თვეში 3000 ათასი ლარი უჯდებოდა.

დოკუმენტში ასევე საუბარია შსს-ს მაღალჩინოსნებზე, რომლებსაც განპიროვნებული მანქანა ემსახურება. მთავრობის დადგენილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში 25 ავტომობილი უნდა ყოფილიყო, თუმცა პირადი ავტომანქანით 600 თანამშრომელი სარგებლობდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნა 49 გვერდიანია.

წყარო: "გურია ნიუსი"

http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/8-milionamde-lari-danamatebze-auditis-samsakhuri-giorgi-mghebrishvilis-kharjebit-dainteresda

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031