გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე 4 პირს განაჩენი გამოუტანეს

2-07-2018

პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ზუგდიდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეოთხე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების რეჟიმის ყოფილი უფროსი თეიმურაზ გოგოლი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი ირაკლი ჭითანავა, უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორ გოგიტა გაბისონია და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ლევან კოდუა ფოთის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ მიიჩნია და ოთხივე მათგანს სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა სირაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ისინი წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშულოდ მიიჩნევენ. როგორც საქმის პროკურორმა დავით პაპავამ განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით ოთხმოცამდე მოწმე დაიკითხა. 


პროკურატურამ 2016 წლის 13 დეკემბერს პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930