გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ სიტყვით გამოვიდა

12-07-2022

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთში გამართულ „ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე“ ვირტუალურ ფორმატში ძირითად მომხსენებლად წარსდგა.
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართესაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორიანულანდმა, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ და უკრაინის თავდაცვისმინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონულიუსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულიომის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების რთულ ვითარებაზე ისაუბრა.
 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონი, როგორც ნატოსაღმოსავლეთ ფლანგის განუყოფელი ნაწილი, მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურიუსაფრთხოებისთვის. მისი განცხადებით, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნებასრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარეშე. მინისტრის თქმით,მისასალმებელია, რომ ალიანსისთვის შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ნატოსახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც არის ხაზგასმული. თავდაცვის მინისტრმა საქართველოსურყევ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველომალე გახდება ამ ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან პრაქტიკული სამხედრო თანამშრომლობის კიდევ უფროგაძლიერების სურვილი გამოხატა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თავდაცვისძალების ტრანსფორმაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.მინისტრის განცხადებით, საქართველომ, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით,საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობაკიდევ ერთხელ გამოხატა.
 

„ატლანტიკის - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი“ რუმინეთის ასპენის ინსტიტუტისა და აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031