გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციას ვურჩევდი დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური საქმიანობა და მმართველ გუნდს დაუდგეს გვერდით პრობლემების გადაჭრაში რაც დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა

12-07-2022

,,ოპოზიციურ სპექტრს ვურჩევდი დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური საქმიანობა, მმართველ გუნდს დაუდგეს გვერდით იმ პრობლემების დანახვასა და გადაჭრაში რაც დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა,” - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს.

 

როგორც მეგრელიშვილი წერს,საქმის კეთების მაგალითი ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოგვცა და ტყუილის ტირაჟირებაში დიდი დრო გადის.

 

,,ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი წარუშლელია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან გარდამტეხი გავლენა მოახდინა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წელს უსისხლოდ გადაიბარა მმართველობა, შეძლო და ჩამოაყალიბა მყარი სახელმწიფო ინსტიტუციები, აღკვეთა სისხლიანი, გამაუპატიურებელი მმართველობის მახინჯი მოდელი და დააბრუნა ღირსების განცდა ქართველ ერში. კიდევ გავიმეორებ, მისი ფაქტორი წარუშლელია და სწორედ ამიტომ ის იყო და რჩება დამარცხებული ოპოზიციის მთავარ სამიზნედ. ითვლიან მის ფულს, ოლიგარქად მოიხსენიებენ (ოლიგარქი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ბევრი ფული (უკრაინული სტანდარტით, 80 მილიონ დოლარზე მეტი) და ფლობს გავლენას პოლიტიკასა და მედიაზე. თუმცა ამ გავლენებს ვერაფრით ამტკიცებენ. ოპოზიციურ სპექტრს ვურჩევდი დაიწყოს ნამდვილი პოლიტიკური საქმიანობა, მმართველ გუნდს დაუდგეს გვერდით იმ პრობლემების დანახვასა და გადაჭრაში რაც დღეს ჩვენი ქვეყნის გამოწვევაა. საქმის კეთების მაგალითი ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოგვცა და ტყუილის ტირაჟირებაში დიდი დრო გადის, დრო გადის!” - წერს Facebook- ზე მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930