გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატომ არ ამოიღო გამოძიებამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ტელეფონები დაუყოვნებლივ

2-07-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინცინდენტში მონაწილე პირების ტელეფონები იმიტომ არ ამოვიღეთ, რომ მოზარდებს საშუალება მივეცით ინფორმაცია გაეცვალათ, რომ შემდგომ ჩვენ ამ ინფორმაციას გავცნობოდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ირაკლი ფიფიამ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ეს იყო გამოძიების ტაქტიკა, ტელეფონები მოგვიანებით ამოიღეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს.


“ის, რომ პირველივე დღეებში არ ამოვიღეთ ინციდენტში მონაწილე პირების მობილური ტელეფონების აპარატები, მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების ტაქტიკით იყო გამოწვეული. უმრავლესობა არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, ამიტომ შევიმუშავეთ ტაქტიკა, რომ დავუტოვებდით მობილური ტელეფონების აპარატებს, შესაძლოა გაეცვალათ რაღაც სახის ინფორმაცია, რომელიც შემდეგ გამოძიებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რის შემდეგაც იქნებოდა ამოღება. ასეც მოხდა. ამოვიღეთ მობილური ტელეფონების აპარატები, დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა, აღდგა წაშლილი ინფორმაციის გარკვეული ნაწილიც, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირ სასამართლოში იქნა წარდგენილი“, - განაცხადა გამომძიებელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031