გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
სავარუდოდ "ოცნება" დაიშლება-პოლიტოლოგი

19-12-2017

"2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნება", რამოდენიმე ჯგუფად გაყოფილი შეხვდეს არჩევნებს. უფრო სწორად, გამოყოფილმა ჯგუფებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად მიიღონ.", - ამის შესახებ "რეზონანს" პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა. 
მისივე თქმით, პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია, მისი გამოსწორება კი როგორც ჩანს ვერ ხერხდება, ამიტომ სავარუდოდ "ოცნება" დაიშლება.
"2020 წლისთვის სულაც არ არის გამორიცხული, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს რამდენიმე ჯგუფად გაყოფილი შეხვდეს, უფრო სწორად ცალ-ცალკე შეხვდეს არჩევნებს და არა როგორც ერთიანი პოლიტიკური ორგანიზაცია. ამის პრეცედენტები არის. თანაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება საკმაოდ რთულია. როგორც ჩანს, მისი გამოსწორება ვერ მოხერხდება, ამიტომ "ოცნებაში" დაიწყება ფიქრი ოპოზიციური ნაწილის შექმნაზე. ანუ ეს პროცესი დღეს შეიძლება პირდაპირ არ უკავშირდებოდეს "ოცნებაში" ფრაქციების შექმნას, თუმცა ირიბად მაინც არის მოძრაობა ამ მიმართულებით. ვვარაუდობ, რომ, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ასე მოხდება. თუ სიტუაცია მკვეთრად დადებითად შეიცვალა, მაშინ ყველა შეეცდება ადგილის შენარჩუნებას, მაგრამ საკმაოდ რთულია ვიფიქროთ, რომ 2020 წელს "ქართულ ოცნებას" წარმატებისა და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი ექნება", -- განაცხადა ძაბირაძემ.
"ქართული ოცნების" პარტიის დაშლასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, პარტიის დაშლაზე საუბარი შეთქმულების თეორიას უფრო ჰგავს, რადგან არც ერთ ლიდერს, რომელიც "ოცნებაში" მოიაზრება, არ სურს, ბიძინა ივანიშვილის ფულს შეელიოს.
"მე ვფიქრობ, ეს უფრო შეთქმულების თეორიას ჰგავს, განა იმიტომ, რომ მათ უყვართ ერთმანეთი. რეალურად, შეიძლება, ეზიზღებათ კიდეც, მაგრამ "ქართულ ოცნებაში" არ არსებობენ ის ლიდერები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებენ. ფაქტობრივად, ყველა ჯგუფი, რომელთა უკანაც ლიდერები მოიაზრებიან, არის ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე. აქედან გამომდინარე, მისი მხრებიდან გადმოსვლა არავის უნდა. შეიძლება ამ მხრებზე ამხედრებულებმა ერთმანეთს მუჯლუგუნები უთავაზონ, უკბინონ, მაგრამ იქედან ჩამოვარდნა არავის უნდა. სამწუხაროდ, იქ არ არიან ლიდერები, რომელთაც ამის თავი აქვთ, ამიტომ ამ მოსაზრებას, როგორც შეთქმულების თეორიას, ისე განვიხილავ", - აცხადებს  პოლიტოლოგი.

წყარო: "გურიის მოამბე"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930