19-07-2022
„ევროპისკენ კი არ მიდიან და დეპოლარიზაცია კი არა, ქაოსის, ქვეყნის განვითარების შეფერხების ფასად მზად არიან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათთვის "შინ ევროპისკენ" იქნება მეგის ქარდავას ხელისუფლებაში დაბრუნება, აი, მაშინ იგრძნობენ თავს "შინ, ევროპაში" - ამბობს პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, როდესაც ამბობენ, "შინ ევროპისკენ", ძალიან კარგია, მაგრამ მთქმელი ნათქვამს უნდა ჰგავდეს შინაარსითა და საქმით.
„ევროპისკენ კი არ მიდიან და დეპოლარიზაცია კი არა, ქაოსის, ქვეყნის განვითარების შეფერხების ფასად მზად არიან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათთვის "შინ ევროპისკენ" იქნება მეგის ქარდავას ხელისუფლებაში დაბრუნება, აი, მაშინ იგრძნობენ თავს "შინ, ევროპაში"... ასე რომ, თუ ამ რადიკალურ ნაწილს ამერიკაში თუ სხვაგან ეტყვიან, რომ ჩვენთვის მიუღებელია მოლაპარაკების მაგიდასთან რომ არ ჯდებითო, იძულებული გახდებიან ან თანამშრომლობაზე დათანხმდნენ, ან პოლიტიკიდან წავიდნენ“ - აცხადებს დავით მაღრაძე.
რაც შეეხება 12 პუნქტიან გეგმაში ასახულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს, თუნდაც რეფორმებს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, მაღრაძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხები მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა მოგვარდეს, რომ 12-პუნქტიან გეგმაშია, სახელმწიფოს სჭირდება.
„თუმცა მმართველ გუნდს ისე არ შევხედოთ, როგორც შვეიცარიის ხელისუფლებას, რომელიც არაჩვეულებრივ სიმშვიდესა და სტაბილურ გარემოში ჩატარებული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. არ დაგვავიწყდეს, რომ რეპრესიულ რეჟიმთან გვქონდა ბრძოლა. კარგია, რომ საზოგადოება ამ გუნდს პასუხს სთხოვს, მაგრამ ისეთი სტანდარტები არ უნდა გვქონდეს, როგორიც შვეიცარიის ხელისუფლებას მოეთხოვება. მათ უამრავი ნაკლი აქვთ, მათ შორის ის, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი, ფაქტობრივად, არა აქვთ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც ყველაფერი კარგად არის, რადგან მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკებიან. არასაჯარობაა მათი თვალსაჩინო ნაკლი. წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არის, მაგრამ მხოლოდ გოგაშვილის ფაქტი მეტყველებს უამრავ რამეზე. როგორ შეიძლება სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ყოფილიყო პირი, რომელსაც წნორის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული? არც ერთ სასწავლებელს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ამ დიპლომით როგორ გახდა ასეთი უწყების მაღალჩინოსანი, ამაზე პასუხისმგებელი არავინ არის? კაცი, რომელიც წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდა, სამ წელიწადში მილიონერი გახდა, როგორ? ვინ იყო მისი ლობისტი, რა სისტემაა ასეთი, რომ ასეთი ოდიოზური ფიგურა სამი წლის განმავლობაში სუს-ის მაღალჩინოსანი იყო? ის, რომ ამით არავინ დაინტერესდა, ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს...“ - აცხადებს დავით მაღრაძე.
16-11-2024
16-11-2024