19-07-2022
თუ „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე დასანქცირდა და ამ ფაქტს ადასტურებს ლაშა ჩხიკვაძე, მგონია, რომ ამას კონკრეტული და სერიოზული პასუხები უნდა გაეცეს. მგონია, რომ ამის ვალდებულება ჩვენი მეგობრის მხრიდან ნამდვილად არსებობს - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე - უნდა გააკეთოს თუ არა აშშ-ის ელჩმა განმარტება მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით.
„როდესაც არის სერიოზული კითხვები, ამ დროს ამ სერიოზულ კითხვას უნდა გაეცეს კონკრეტული და არა ზოგადი პასუხები. მგონია, რომ ამის ვალდებულება ჩვენი მეგობრის მხრიდან ნამდვილად არსებობს. მაშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ მართლა დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ამბავია, თუ კი „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა რომ დასანქცირდა და ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლე ჩხიკვაძე მაშინ მე მგონია, რომ ამას მართლა კონკრეტული და სერიოზული პასუხები უნდა გაეცეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024