22-07-2022
თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, კლანი მეტი კი არაფერია, კლანი არის ადამიანების ერთობა, რომელიც იბარებს მოსამართლეებს, სთხოვს ანგარიშს და მერე სჯის, ეს არის კლანი. აქ ბრალდება უკავშირდება კლანურ ელემენტებს. რა თქმა უნდა, ამაზე საჭიროა მკაფიო პასუხის გაცემა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, კლანი მეტი კი არაფერია, კლანი არის ადამიანების ერთობა, რომელიც იბარებს მოსამართლეებს, სთხოვს ანგარიშს და მერე სჯის, ეს არის კლანი. აქ ბრალდება უკავშირდება კლანურ ელემენტებს. რა თქმა უნდა, ამაზე საჭიროა მკაფიო პასუხის გაცემა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ინსტიტუტი.
„მოსამართლე მაგალითად, მე მდებს ბრალს რაში? არის რაღაც განაჩენი გამოტანილი, ვიღაცის მიმართ, მაგალითად ჩვენი გუნდის წევრის, ან ყოფილი წევრის მიმართ, დავიბარე მოსამართლე და ვთხოვ ანგარიშს ამ საქმესთან დაკავშირებით. დავუსვი შეკითხვები, რატომ მიიღე, რატომ გამოიტანე ეს განაჩენი და მერე ვეუბნები, რომ მაგალითად, პარლამენტის ხაზით რომ იყო შენი ვიზიტი დაგეგმილი, შენ იქ აღარ წახვალ. ეს არის თუ არა პირდაპირი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და ზეწოლა მოსამართლეზე. რა თქმა უნდა არის. ვიდრე შეფასებამდე მივალთ, მე თუ დამისვამენ კითხვას, დაიბარე თუ არა მოსამართლე, დაუსვი თუ არა ეს შეკითხვა, მერე უთხარი თუ არა, რომ აღარ წავა ვიზიტში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ვარ, დეტალურად განვმარტო, რა მოხდა. პირველი - დავიბარე თუ არა, ვკითხე თუ არა ესა და ეს და რომ ვკითხე ეს ყველაფერი მერე ვუთხარი თუ არა უარი ვიზიტით წასვლაზე. ჯერ ეს ინფორმაციულად უნდა განიმარტოს და მერე უნდა გადავიდეთ შეფასებაზე. ჩვენ ჯერჯერობით პირველ ნაწილზეც არ გვაქვს პასუხი მიღებული, რაც ძალიან შემაშფოთებელია. სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ინსტიტუტი. კლანზე როდესაც არის საუბარი, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, კლანი მეტი კი არაფერია, კლანი არის ადამიანების ერთობა, რომელიც იბარებს მოსამართლეებს, სთხოვს ანგარიშს და მერე სჯის, ეს არის კლანი. აქ ბრალდება უკავშირდება კლანურ ელემენტებს. რა თქმა უნდა, ამაზე საჭიროა მკაფიო პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია არა ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ სისტემა იყოს დაცული. ამიტომ საჭიროა, პირველ რიგში, ინფორმაციასთან დაკავშირებით პასუხი და მეორე, შეფასება უნდა მოვისმინოთ, ეს თუ ასე მოხდა, როგორ აფასებს ამას საელჩო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024