გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვერავითარ მამხილებელ მასალას ვერ დებენ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები ერთსა და იმავე გაუგებარ ფურცლებს ატრიალებენ ხან გოგაშვილის, ხან ხოჯევანიშვილის ეგიდით

22-07-2022

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან  ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, ვერავითარი მასალა ვერ წარმოადგინეს ისეთი, რაც „ქართულ ოცნებას“ ამხელს.


„ზუსტად იგივე მასალები „ნაცმოძრაობის“ კუთვნილმა მედიამ დადო თუ არ ვცდები ორი წლის წინ ან შარშან. ანუ ამ კაცმა ახალი ვერაფერი შემოგვთავაზა. იგივე რაღაც გაუგებარი დოკუმენტებია, რომლებიც არის წარმოდგენილი მისგან, რაც იყო წარმოდგენილი შარშან თუ შარშანწინ იგივე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ვერავითარ სიახლეს ვერ გვთავაზობენ. ამას აქვს ერთადერთი ახსნა. ახსნა არის ის, რომ ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ. ეს არის ერთადერთი ახსნა. ამიტომ ვერავინ ვერ დებს ვერავითარ მამხილებელ მასალას, ვერავითარ კომპრომატს. ერთი და იგივე გაუგებარი ფურცლების ტრიალი ხდება „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან ხან გოგაშვილის ეგიდით, ხან ხოჯევანიშვილის, ხან ამის ხან იმის ეგიდით. ეს არის და ეს. ასეთ დოკუმენტებს ხვალვე დაგიტრიალებთ სატელევიზიო საშუალებებით, გადავცემთ რომელიმე ტელევიზიას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კითხვაზე, ყალბია თუ არა დოკუმენტები, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყალბია. „ზუსტად მაგას გეუბნებით“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, რომ სოსო გოგაშვილისგან „მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩევლის ხმების უკანონო მობილიზებასთან“ დაკავშირებული ინფორმაცია მიიღეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930