3-07-2018
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე გადაწყვეტილებას ორშააბთს, 2018 წლის 9 ივლისს გამოაცხადებს. სასამართლომ საქმის განხილვა 2 ივლისს დაასრულა და საქმის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გამოცახდება გადადო.
სასამართლომ ბოლო სხდომაზე მტკიცებულებები გამოიკვლია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ საოფისე ფართებში, ორგანიზაციის ხელძღვანელობასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე წარმოებული ვიდეო-გადაღებების კანონიერების საკითხს. ორგანიზაცია აყენებს წარმოდგენილი ვიდეო-მასალების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საკითხს, ვინაიდან კომპანიის ქმედებები უკანონოსთან ერთად, ანტიკონსტიტუციურია. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. სხდომაზე, როგორც კომპანიის, ასევე სემეკ-ის იურისტებმა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი აშკარა კანონდარღვევა გაამართლეს, სასამართლომ კი საკითხზე მსჯელობისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში ფაქტს სამართლებრივი განმარტება მიეცემა.
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ იქნა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორ ეკატერინე ბერიძის 2017 წლის 25 დეკემბრის სემეკ-ის მიმართ გაგზავნილი ოფიციალური წერილი, სადაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, განზრახ და მიზანმიმართულად გადმოცემულია ყალბი, ცრუ და არაობიექტური ინფორმაცია. წერილმა შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია. ამასთან, სხდომაზე გამოკვლეულ იქნა სემეკ-ის 2018 წლის 1 თებერვლის სხდომის აუდიო ოქმები, მათ შორის სემეკ-ის წევრების შეფასებები, როგორც გასაჩივრებულ კომპანიის უკანონო აქტებზე, აგრეთვე გაფრთხილების გარეშე საოფისე ფართებში წარმოებულ გადაღებებზე. სემეკ-ის იურისტმა კომისიის წევრების შეფასებებს, რომლებიც წყლის მონოპოლისტ კომპანიას კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე მიუთითებდნენ, პირადი მოსაზრებები უწოდა. სემეკ-ის იურისტის პროფესიული მსჯელობის და ფაქტების სიყალბედ წარმოცენის პროცესს პროტესტით უპასუხა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
არჩილ კაიკაციშვილმა ბოდიში მოუხადა სასამართლოს ხისტი გამონათქვამების გამო, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანიის უსინდისობა, უპასუხისმგებლობა და არაკეთილსინდისიერება თითოეულ თბილისში მცხოვრებ ოჯახში იგრძნობა. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - აღნიშნა თავისი გამოსვლის ბოლოს არჩილ კაიკაციშვილმა, რითაც ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ორგანიზაცია კომპანიის საქმიანობაზე საზოგადოებას სრულიად ახალ მასალებს გააცნობს და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში არ გახდება მხარე, სასამართლო მიიღებს მხოლოდ სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ორგანიზაციის სარჩელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიმართ. საქმე ეხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის 2017 წლის ნოემბერში, 518.98 ლარით უკანონოდ დაჯარიმების ფაქტს. 2018 წლის 1 თებერვლის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ქმედება უსაფუძვლოდ და უკანონოდ იქნა ცნობილი, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, სადავოდ დარჩა ნაწილობრივ გაუქმებული სანქციიდან - 86,50 ლარი, რაც გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორმა, ეკატერინე ბერიძემ 2017 წლის 25 დეკემბერს სემეკ-ის მიმართ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში გადმოსცა ყალბი, ცრუ და არაობიექტური ინფორმაცია, რითაც შეეცადა კომპანიის ინტერესების დაცვას და შეცდომაში შეიყვანა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არღვევს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის დადგენილებას, რომლითაც დადგენილია სასმელი წყლის მიწოდებისა და მომხარების წესები. შეუსაბამო და გაზრდილი ფინანსური დარიცხვით ხდება სასმელი წყლის ღირებულების დაანგარიშება. ირღვევა საჯარიმო აქტების შედგენის წესი. კომპანიას გადაწყვეტილებები გამოაქვს მხარეთა ადმინისტარციულ სხდომებზე მოწვევისა და დასწრების გარეშე. იურიდიული პირების დაჯარიმების შემთხვევაში კი, ადგილი აქვს საოფისე ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, სადაც საჯარო ხასიათს იძენს პერსონალური და კომერციული ხასიათის ინფორმაცია.
„ახალგაზრდა ადვოკტების“ შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქის განვითარების მიმართულებით ხედვები და მიდგომები მაღალ სტანდარტებთანაა დაკავშირებული, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობას ემსახურებოდეს და წყალმომარაგებას უზუნველყოფდეს კომპანია, რომლის საქმიანობაც მოსახლეობაში შეფასებულია არაკეთილსინდისიერი ქმედებებით. სულ მცირე კომპანიას დედაქალაქის მთავრობამ მომხმარებლებთან ურთიერთობაში, უნდა მოსთხოვოს მინიმალური სტანდარტების დაცვა, ვინაიდან კომპანიას სწორედ ადგილობრივი მთავრობის მიერ აქვს დელეგირებული საჯარო უფლებამოსილება.
ორგანიზაციამ საკითხის მოკვლევის პროცესში შეისწავლა კომპანიის სასამართლო საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, დგინდება, რომ მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში, კერძოდ 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტარციულ საქმეთა პალატაში, საერთო ჯამში 40-ზე მეტი საქმე იქნა წარმოებაში მიღებული, სადაც აპელანტი ან/და მოწინააღმდეგე მხარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერია“. მათგან, სამოქალაქო საქმეებზე, ძირითად შემთხვევებში, დავის საგანს წარმოადგენს: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, დავალიანების ჩამოჭრა, ვალდებულების შერულება, ხოლო ადმინისტარციულ დავებზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, 2017 წლის დეკემბერში, მხოლოდ ორ - 13 და 14 დეკემბრის საჯარო სხდომებზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისადმი უკანონოდ დარიცხული 2134.24 ლარის ჩამოწერის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაციაც ცხადყოფს, რომ კომპანიის საქმიანობა, ხშირ შემთხვევებში, სცდება სამართლებრივ საზღვრებს, რაც ცალსახად იმსახურებს დროულ და ეფექტურ რეაგირებას.
კომპანია პირდაპირ და უხეშად, სისტემატურად არღვევს მომხმარებელთა უფლებებს, რაც თავის მხრივ სათანადო ყურადღებას მოითხოვს. დღემდე საკითხზე უფლებამოსილი უწყებების მიერ ქმედითი რეაგირება არ განხორციელებულა. ვინაიდან კომპანია თბილისში, წყლის მიწოდების კუთხით, წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, დაუშვებელია მისი საქმიანობა გახდეს უკონტროლო. „ახალგაზრდა ადვოკატები“ უკვე ახორციელებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის ფართო მონიტორინგს და მზადყოფნას გამოთქვამს კომპანიის მიერ დაზარალებული ფიზიკური თუ იურიდიული პირების ადვოკატირებაზე.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგია საქმეზე გადაწყვეტილებას 2018 წლის 9 ივლისს, 15:00 საათზე გამოიტანს. საქმეზე წარმომადგენლობას არჩილ კაიკაციშვილთან ერთად, ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, რუსლან ალექსიძე ახორციელებენ. საქმეს მოსამართლე ნინო ყანჩაველი განიხილავს.
18-12-2024