გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ს ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება

25-07-2022

,,ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ს ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება: დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ ვინ თქვა რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო,” - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.

 

როგორც ნიკოლაიშვილო წერს, ამერიკის ელიჩისგან საზოგადოება პასუხებს ელის დაგროვილ შეკითხვებზე.

 

,,ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ს ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება. დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ ვინ თქვა რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო. არადა, არაერთი ინფორმაცია დევს ღია წყაროებზე, როგორ გვაწვებიან უკრაინელი პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით. აშკარაა არ მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილები, ლომჯარიას ინფორმაციას ეყრდნობიან და ბოლოს, ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა! გამომდინარე იქიდან, რომ პასუხები არ შეუსაბამოა, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი დიპლომატისგან მეტ გარკვეულობას ელის საზოგადოება, კითხვები კი არ კლებულობს არამედ იზრდება!” - წერს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930