გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 01, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო „ამბიკონ სტილსში" ჰაერდაცვითი სტანდარტების კუთხით დარღვევები გამოვლინდა

25-07-2022

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


დეპარტამენტის მიერ, მიმდინარე წლის მარტსა და ივნისში, ინსპექტირებები ჩატარდა ქუთაისში მდებარე მეტალურგიულ საწარმო შპს „ამბიკონ სტილსში".

30 მარტს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა გამოვლინდა.


19 აპრილს საწარმოს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმი და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა. 26 ივნისს სასამართლომ შპს „ამბიკონ სტილსი" სამართალდამრღვევად სცნო და 45 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. დეპარტამენტი მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. მას შემდეგ რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ოფიციალურად მიიღებს კანონიერ ძალაში შესულ ზემოაღნიშნულ სასამართლოსგადაწყვეტილებას, დეპარტამენტის მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გატარდება მაქსიმალურად მკაცრი ზომები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30