გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით

25-07-2022

„დღეს, სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ჩვენს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც ჩვენ, საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით. ვხედავთ, ვამჩნევთ, გვესმის“- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისივე თქმით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად და წარმატებულად აღუდგა წინ კოლექტიური დასავლეთის მცდელობას, როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა და ქვეყანა და ხალხი რეპრესიული უღლისგან გათავისუფლდა.

 

„2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი საზოგადოების უმრავლესობა მშვიდობიანად და წარმატებულად აღუდგა წინ კოლექტიური დასავლეთის მცდელობას, როგორმე შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში ნაცმოძრაობა და ქვეყანა და ხალხი რეპრესიული უღლისგან გათავისუფლდა. დიახ, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბიძინა ივანიშვილს, ვისაც როგორი დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მის მიმართ. დღეს, სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ კოლექტიურ დასავლეთს სურს ჩვენს ქვეყანაში დაგვიბრუნოს ის სისტემა, რასაც ჩვენ, საზოგადოებამ 2012 წელს წერტილი დავუსვით. ვხედავთ, ვამჩნევთ, გვესმის. მე არ მინდა საჯაროდ განხილვა იმისა, თუ რატომ სურთ მათ ეს, თუმცა ვფიქრობ ბევრი ჩვენგანი ისედაც ხვდება. ამ სტატუსით უბრალოდ მინდა საზოგადოება გავაფრთხილო „იყავით ფხიზლად!“- წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930