გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს - თქვენ ამით {ირაკლი კობახიძეს} მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არანაირი ფორმით არ უნდა ელაპარაკო

25-07-2022

თქვენ ამით {ირაკლი კობახიძეს} მიაყენეთ უბინძურესი შეურაცხყოფა, ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ჟურნალისტს, რომელმაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ჰკითხა, არის თუ არა ის კაგებე-ს აგენტის შვილი.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „მთავარ არხს“ საერთოდ არ შეუმჩნევია რუსეთიდან ათიათასობით დოლარით ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია.

 

„თქვენ ამით მიაყენეთ უმძიმესი, უბინძურესი შეურაცხყოფა. ასე ადამიანს არც კითხვის და არანაირი ფორმით არ უნდა დაელაპარაკო. როდესაც ამას ეკითხებით, ეს არის უბინძურესი შეურაცხყოფა. აგენტებზე თუ გაინტერესებთ, საერთოდ არ შეგიმჩნევიათ რუსეთიდან ათიათასობით დოლარის ყოველთვიურად დაფინანსებაში მხილებული ხოშტარია. ვინაიდან თქვენ სინამდვილეში ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და საბოლოო ჯამში რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031