გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურიაში ქართული ჩაის ფესტივალი გაიმართება

26-07-2022

მიმდინარე წლის 29 ივლისს გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში ჩაის ფესტივალი გაიმართება.


ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ტარდება. 


ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში იმართება.


ფესტივალის მხარდამჭერები არიან:   საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი. 


ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები, ფოტოგამოფენა და შეჯიბრი მეწარმეებს შორის. გამოვლინდება საუკეთესო ჩაის მფლობელი, რომელიც სიგელსა და პრიზს მიიღებს.

 

29 ივლისს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში ყველას გეპატიჟებათ ქართული ჩაის ფესტივალი. ღონისძიება 14: 00 საათზე დაიწყება.

პროგრამა

  • ქართული ჩაის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • სამეწარმეო ბაზარი
  • ჩაის დამზადების პერფორმანსი
  • ფოტოგამოფენა
  • ვორქშოფი
  • გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის
  • გურული ცეკვის პერფორმანსი
  • DJ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930