გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ, მაინც მოუწია განცხადება გაეკეთებინა - დღესაც დგება ამის აუცილებლობა

26-07-2022

,,გასაგებია, რომ "წასვლისას მიდიან", მაგრამ ხანდახან გამონაკლისსაც აქვს პრეცედენტი. ყველას გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ, მაინც მოუწია ღია პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა,” - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ერთი მხარე დუმს, შესაბამისად, მეორე მხარეს უწევს კითხვებზე მარტივი პასუხის გაცემა.

 

,,გასაგებია, რომ "წასვლისას მიდიან", მაგრამ ხანდახან გამონაკლისსაც აქვს პრეცედენტი. ყველას გვახსოვს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ერთხელ მაინც მოუწია ღია პოლიტიკური განცხადება გაეკეთებინა მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" რეგიონულ ორგანიზაციებში განსაკუთრებით, "გახარისტებისაგან" ჯაჭვური რეაქციით გავრცელდა ფეიკი - ჩვენ ბიძინას ფარული პროექტი ვართ, ასეა საჭირო, გვენდეთ. თუკი, ეს "უწყინარი" ცილისწამება ივანიშვილმა იმდენად სახიფათო ტენდენციად აღიქვა, რომ თავის პრინციპსაც, "წასვლისას - წადი"-ს, უმტყუნა და საჭიროდ ჩათვალა, განმარტება გაეკეთებინა, დამიჯერეთ: დღესაც დგება ამის აუცილებლობა. რაკი ქალბატონი დეგნანი დუმს, ამ სავარაუდოდ შემდგარი დიალოგის მეორე მხარემ უნდა განმარტოს სიტუაცია და მარტივ კითხვას: შეხვდა თუ არა, სად, როდის, რა თემასთან დაკავშირებით - ასევე მარტივი პასუხი უნდა გასცეს. საზოგადოება ამას ელოდება, ამ პასუხზე ძალზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბატონო ბიძინა! გთხოვთ და გელოდებით!” - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930