ფრაქცია"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია თბილისის მერიის სხდომაზე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის განხილვასა და მის საკრებულოში დასამტკიცებლად გადაგზავნას გამოეხმაურა.
„როგორც ძველი თბილისის მაჟორიტარი-დეპუტატი დინამიკაში კარგად ვიცნობ იმ პროცესს და წარმოქმნილ პრობლემებს, რომლებიც ახლო წარსულში დაკავშირებული იყო თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კმაყოფილი ვარ მერიის გუნდის მუშაობით, რომლის ძალისხმევის შედეგად მიღწეულია აღნიშნული გეგმის დღევანდელი კონდიცია.
თბილისის მერის კახი კალაძის პრინციპული პოზიცია - რომელიც არ შეეპუა ქალაქის ფსევდო გულშემატკივრების მხრიდან მთელი რიგ პოპულისტურ განცხადებებს და დესტრუქციული ჩარევების მცდელობებს, - გახდა გარანტი იმისა რომ მუნიციპალიტეტის და გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მჭიდრო თანამშრომლობით, მოკლე დროში ჩამოყალიბდა საქმიანი პლატფორმა, რომლის ჩარჩოებშიც მხარეების აქტიური მუშაობის შედეგად თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი და რეალურად განხორციელებადი გენერალური გეგმა.
პროფესიონალებს კარგად ესმით თუ რა ტიტანურ შრომასთან იყო დაკავშირებული იმ ფაქტობრივი ბარიერების გადალხვა, რაც დაკავშირებული იყო ხარვეზებთან, რომელთა არსებობაც ასევე გამომდინარეობდა მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური კომპლექსური და პრობლემური მოცემულობებით.
ახლა ჯერი საკრებულოზეა და დარწმუნებული ვარ, პროცესი აქაც ისევე როგორც მერიაში - იქნება მაქსიმალურად საქმიანი და ტრანსპარენტული და ასევე ორიენტირებული დედაქალაქისა და მისი თითოეული მცხოვრების კანონიერ ინტერესებზე.
უფლებრივი და ქონებრივი საკითხები, რუკის დახვეწა და ზონირების ლანდშაფტური, რეკრეაციული თუ სხვა შეზღუდვების კანონმდებლობასთან და ახალ არსებულ რეალიებთან შესაბამისობაში მოყვანა, ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რაზეც მუშაობდა პროფესიონალთა ჯგუფი მერიის წარმომადგენლებთან ერთად. სწორედ ამიტომ იმედით ვუყურებ პროცესს რომელიც ლოგიკური დასასრულისკენ მიდის” - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.