გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძე: თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს

4-07-2018

პარლამენტარის, სოფო კილაძის განცხადებით, წლების განმავლობაში თბილისი ქაოტურად ვითარდებოდა. 
მისივე თქმით, თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.
ამის შესახებ კილაძემ თბილისის გენგეგმაზე მუშაობის დასრულების შესახებ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„წლების განმავლობაში თბილისი ქაოტურად ვითარდებოდა და შედეგად მივიღეთ უამრავი პრობლემა, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. მაგალითად, ქაოტური მშენებლობები, საცობები გზებზე, რეკრეაციული ზონების ნაკლებობა და მისგან მომდინარე ეკოლოგიური პრობლემები.
პირველ რიგში, ამ ქაოსის საფუძველია ის, რომ ქალაქს არ ჰქონდა გენერალური გეგმა, რომელიც გარკვეულ ჩარჩოში მოაქცევდა ამ პრობლემებს და დაარეგულირებდა მათ. კახა კალაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა საზოგადოებას, რომ შექმნიდა ამ გეგმას და მან შეასრულა ეს დაპირება უმოკლეს ვადებში.
მე, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარი მივესალმები გენერალურ გეგმას და მგონია, რომ იგი ისეთივე წარმატებით განხორციელდება ცხოვრებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თბილისის გენერალური გეგმა ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის“- განაცხადა კილაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031