გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
  ნინო წილოსანი: კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა

4-07-2018


პარლამენტარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ქალაქის გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტულ, მოხერხებულ და ყოველმხრივ ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერი თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა.



 

„კახა კალაძე თანმიმდევრულად მიჰყვება ქალაქის განვითარების იმ გეგმას, რომელიც მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა.

არჩევნების შემდეგ გენგეგმის ბედი თბილისელებს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად აინტერესებდათ, რადგან სწორედ ქალაქის გენერალური გეგმაა ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კომფორტულ, მოხერხებულ და ყოველმხრივ ჯანსაღ ქალაქში ცხოვრება.

წარმოდგენილ დოკუმენტში:
- შენარჩუნებულია მთავარი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია;
- მაქსიმალურად გათვალისწინებულია შენიშვნები და აღმოფხვრილია ხარვეზები, რომლებზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო საუბარი;  
- დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;
- დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; 
- დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები;
- შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა;
- ჯამში 70-დე პროექტი გაიწერა - ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის, ტრანსპორტის და სხვა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებებით. 

დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  თბილისს ექნება მაქსიმალურად დახვეწილი გენერალური გეგმა, რომელიც რეალურად მოიტანს ჯანსაღ ურბანულ სიკეთეებს“- განაცხადა წილოსანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031