გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: ძალიან მწყდება გული, რომ ბიძინა ივანიშვილი აშშ-ს ელჩს თურმე 3 საათი ხვდებოდა და დეგნანი 4 თვე სიმართლეს გვიმალავდა

27-07-2022

რატომ შეხვდა პოლიტიკიდან წასულ ადამიანს? რაზე ისაუბრეს? თუ ამ შეხვედრას გვიმალავდა, სხვა რამ როგორ დავიჯეროთ ქალბატონი ელჩის? რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილს არ პატიობენ საქართველოს უანგარო სიყვარულს - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილის შესახებ, სადაც ივანიშვილი აშშ-ს ელჩთან შეხვედრას ადასტურებს.

 

„აბა არაო? აბა იგონებენო? აბა ჭორებს მიგდებენო? რა არის ეს? ძალიან მწყდება გული, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თურმე 3 საათი შეხვდა და 4 თვე სიმართლეს გვიმალავდა. ახლა კი ყველაზე მთავარი: რატომ შეხვდა პოლიტიკიდან წასულ ადამიანს? რაზე ისაუბრეს? თუ ამ შეხვედრას გვიმალავდა, სხვა რამ როგორ დავიჯეროთ ქალბატონი ელჩის? რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ივანიშვილს არ პატიობენ საქართველოს უანგარო სიყვარულს - არამც და არამც!!!“ - წერს ლატარია facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930