გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ შექმნა ტექნიკური პარლამენტი, ეს არის ღიმილის მომგვრელი, ამასთან ერთად, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

27-07-2022

ოპოზიციამ შექმნა ერთგვარი ტექნიკური პარლამენტი, ჯერ უნდოდათ ტექნიკური მთავრობა, ახლა შექმნეს ტექნიკური პარლამენტი. ერთი, რომ ეს არის ღიმილის მომგვრელი, ამასთან ერთად, ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


მისი თქმით, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ერთის მხრივ საუბრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე და მეორე მხრივ ევროკომისიის დოკუმენტის პირველივე პუნქტს უხეშად არღვევენ, პროცესები მიყავთ პოლარიზაციისკენ.


„როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ერთის მხრივ საუბრობენ 12 პუნქტის შესრულებაზე და მეორე მხრივ ევროკომისიის დოკუმენტის პირველივე პუნქტს უხეშად არღვევენ, პროცესები მიყავთ პოლარიზაციისკენ და ცდილობენ ამის გაკეთებას, ეს თავისთავად მეტყველებს მათ განზრახვაზე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ამისთვის. ჩვენი დღის წესრიგი და ამოცანა რადიკალურად განსხვავებულია, ჩვენ გვინდა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, სათანადო საპარლამენტო ფორმატში წარიმართება სამუშაო პროცესი 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით და 12-ვე პუნქტი შესრულდება პირნათლად.


არსებობს ინსტიტუტები, პირველ რიგში პარლამენტი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი რეფორმების უმეტესობის გატარებაზე, ეს არის სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული და ა. შ. ძირითადად აქ საუბარია კანონპროექტების შემუშავებაზე და მიღებაზე, ეს არის პარლამენტის ფუნქცია და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, საპარლამენტო ფორმატში უნდა წარიმართოს მთლიანად ეს პროცესი.


როდესაც იგეგმება პარალელური პროცესი, ეს არის კონტრპროდუქტიული და მიზანიც სწორედ პროცესის დისკრედიტირებაა. ეს არის მათი მცდელობა, რომელიც ოფიციალურ ფორმატში წარიმართება და ეს არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. როდესაც შენ არ აღიარებ ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ინსტიტუტს - პარლამენტს და ქმნი შენს ერთგვარ ტექნიკურ პარლამენტს, ეს არის პირდაპირ კონტრპროდუქტიული მოვლენა და პირდაპირ აჩვენებს მათ განზრახვას, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს ქვეყანას, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი და მაქსიმუმს გავაკეთებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930