გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

27-07-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ეწვია.


მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად ფინანსური ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.


ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი 2018 წელს დაარსდა და ბიზნესისა და ფინანსების მთავარი რეგიონული ცენტრია, რომელიც ქვეყანას გარე ბაზრებთან
აკავშირებს. 2022 წლის მონაცემებით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან 35-ზე მეტი ქვეყნის 1045 კომპანია თანამშრომლობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930