საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.
მისივე თქმით, ის, რომ ცვლილებები ხორციელდება ნორმალური პროცესია.
ამ განცხადებით ოხანაშვილი აჭარის მთავრობის თავჯდომარის, ზურაბ პატარაძის, თანამდებობის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.
„ბატონმა ზურამ თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ის, რომ ცვლილებები ხორციელდება ეს არის ნორმალური პროცესი. ბატონი ზურა იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ მის მომავალ საქმიანობაში ის იქნება ისეთივე აქტიური და ისეთივე წარმატებული, როგორც ამ პოზიციაზე. მე მას წარმატებებს ვუსურვებ“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.